რეპორტიორების დაკავება ქუჩაში მოხდა, როდესაც ისინი საყიდლებზე მიდიოდნენ.


აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ჟურნალისტების დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ან განცხადება შს უწყებიდან ამ დრომდე ვერ მიიღეს.


haqqin.az წერს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა. 

 

MeydanTV-ის საქმიანობა აზერბაიჯანში ანტისახელისუფლებოდ არის მიჩნეული. მისი ხელმძღვანელი და მაიდან ტვ-ის სხვა ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო არაერთხელ გამხდარან მუქარის ადრესატები ოფიციალური ბაქოს მიერ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *