რეპორტიორების დაკავება ქუჩაში მოხდა, როდესაც ისინი საყიდლებზე მიდიოდნენ.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ჟურნალისტების დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ან განცხადება შს უწყებიდან ამ დრომდე ვერ მიიღეს.
haqqin.az წერს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა.
MeydanTV-ის საქმიანობა აზერბაიჯანში ანტისახელისუფლებოდ არის მიჩნეული. მისი ხელმძღვანელი და მაიდან ტვ-ის სხვა ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო არაერთხელ გამხდარან მუქარის ადრესატები ოფიციალური ბაქოს მიერ.
|
|||||||
