პრესკონფერენციაზე ხადურმა ერთმანეთს მიმდინარე და გასული წლის საბიუჯეტო შემოსულობები და ხარჯები შეადარა. მინისტრის თქმით,  გასული წლის 7 თვეში შემოსულობები გახლდათ 5.169 მილიარდი, ხოლო წელს 6.167 მილიარდი, გადასახდელები 2014–ში იყო 5.126 მილიარდი, წელს კი 600 მილიონი ლარით მეტია დახარჯული.

 

ხადურის განმარტებით, თუ ავიღებთ ბიუჯეტის დეფიციტს, წლის პირველი ნახევარი ყოველთვის იყო პროფიციტული, ხოლო წლის მეორე ნახევარზე მოდიოდა საბიუჯეტო დეფიციტის დატვირტვა. მისი განცხადებით, წელს უკვე წლის პირველ ნახევარშივე არის საბიუჯეტო დეფიციტი, რაც ასევე ადასტურებს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯით გამოირჩევა. 

 

“პირველ კვარტალში და მეორე კვარტალში წელს გვაქვს ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე დაბალი ხარჯვა ხარჯებს შორის, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე, არ იქნება. ბიუჯეტი იხარჯება თანაბრად, რასაც კიდევე ერთხელ ვამბობ, ადასტურებს, რომ თუ ჩვენ მაგალითად 2011 წელს ჩვენ ვხარჯავდით 32%–ს წლიური ხარჯის, მეოთხე კვარტალში, წელს დავხარჯავთ მხოლოდ 27%–ს,”– აცხადებს ფინანსთა მინისტრი. 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *