საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” 2019 წლისათვის ქ.რუსთავში გამართული ტრენინგებით დასრულდა.
ქ.რუსთავში ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხელე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ.
ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებ
დასრულდა საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია”
ასევე:
-
Tegeta X Reckless – როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
-
10 გვერდი, რომელიც FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტს ხარჯავს
-
„ოცნებისთვის“ რეკლამის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
-
უნებართვო სარეკლამო SMS-ები გრძელდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
-
13.11.2026
5 წლის გიორგი „ჰუალინგ პლაზას“ წინააღმდეგ
-
13.11.2026
„ოცნება“ ენმ-ს საკუთრების დარღვევის 70 საქმეს ედავება, თუმცა განაჩენი მხოლოდ 11-ზეა
-
13.11.2026
მერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ
-
13.11.2026
„დუმილის უფლებას იყენებს“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი
-
13.11.2026
მედიის თავისუფლება და სხვა დოკუმენტები, რომელთაც არ შეუერთდა აზერბაიჯანი დუბლინში
