ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველში დღეს დაემატა წარმომადგენელი სლოვენიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ EUMM გახდა პირველი სამოქალაქო მისია საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, რომელიც დაკომპლექტებულია ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლით.

“მინდა, მადლიერება გამოვხატო კოლეგებისადმი და ევროკავშირის 28-ვე წევრ სახელმწიფოსადმი თავიანთი წვლილისა და ერთგულებისთვის დედაქალაქის მიმართ”, – განაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.