“ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც დაადგენს მისი გარადაცვალების მიზეზს”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

შსს-ს ცნობით, ქალის სიკვდილის შესახებ მათთვის დღეს დილით გახდა ცნობილი. ქალი ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა მოკლეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს არ დაუდასტურებია. უწყება გამოძიების დასრულებას ელოდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *