„ვიცი, რომ გუშინ ბატონ ივანიშვილს გრძელი ინტერვიუ ჰქონდა. მე ჯერ კიდევ ვეცნობი მას, მაგრამ ვიცი, რომ ბატონი ივანიშვილი ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ეს საინტერესო დისკუსიას იწვევს. რა თქმა უნდა, დემოკრატიაში განუზომელია დიალოგისა და იდეების თავისუფალი გაცვლის როლი, აგრეთვე, ძლიერი მედიასექტორისა და არასამთავრობო სექტორის როლიც. ვფიქრობ, ნათელია, რომ ბატონი ივანიშვილის ხმა ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიტყვი იმას, რომ ჩვენ, ამერიკის საელჩოში, გვქონდა და კვლავაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 


“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.  მას მოტივაცია არ დაუკონკრეტებია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *