თქვენო აღმატებულებავ, გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, ბედნიერებასა და, რა თქმა უნდა, წარმატებებს ყველა იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც თქვენ, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გაქვთ დასახული. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომლებიც ტრადიციულად მტკიცეა, ემყარება მეგობრობასა და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე ურყევ საფუძველს  უქმნის  ჩვენს წარმატებულ ერთობლივ საქმიანობას საერთო ინტერესების სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება თქვენს მნიშვნელოვან წამოწყებებში”,- ნათქვამია მილოცვაში.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ბლოგერბი და ჟურნალისტები დააკავეს. ბოლო ერთ-ერთი ხმაურიანი დაკავება ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას  უკავშირდება.  ამ მოვლენებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.

 

“ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, კანონი წარმოუდგენლად ართულებს არასამთავრობოების საქმიანობას,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე.

 

ობამას თქმით, მსგავსი რეჟიმები ასეთი შეტევებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს და ადამიანებს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ართმევს.

 

“ქვეყნები, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, ჩვენი ახლო მოკავშირეეები ხდებიან. ის ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია, საზოგადოებაში სიძულვილისა და უსამართლობის განცდა რჩება, რასაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა შეიძლება არასტაბილურობამდე ან ექსტრემიზმამდე მიიყვანოს. ამიტომ მჯრა, რომ აშშ-ის  მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია,”- განაცხადა ობამამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *