“რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, და ჩემდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში, 10 დღის ვადაში, ვთხოვთ კონკურენციის საგენტოს, წარმოუდგინოს საზოგადოებას, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, მან იცის, რომ ბენზინის ფასმა დაიწია საქართველოში: “მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური, მსოფლიოს ბაზართან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში. ასე რომ, მე ამასთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ვთხოვ კონკურენციის სააგენტოს წარმოადგინოს დეტალური ანგარიში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ბლუმბერგ-ის ინფორმაციით 2014 წელს ნავთობი მსოფლიო ბაზარზე 34%-ით გაიაფდა. საქართველოში კი ნავთობპროდუქტებზე ფასი ბოლო 4 თვეში მხოლოდ 20 თეთრით შემცირდა. საქართველოს საწვავის ბაზარზე ხუთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია ოპერირებს. კომპანიები აცხადებენ, რომ მათ შორის “კარტელური შეთანხმება” არ არის, თუმცა საწვავზე ფასის შემცირების ტენდენცია და სტატისტიკა სხვა სურათს აჩვენებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *