“ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ერთი წლის წინ, მაგრამ მეგობრების ხათრით (რომლებმაც მთხოვეს ერთი წელი ეს არ გამეკეთებინა) გადავდე აქამდე. მოკლედ მე გავდივარ “მაესტროს“ მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად “მაესტროს“ პირველ დამფუძნებლებს. უზარმაზარი მადლობა მათ 20-წლიანი პარტნიორებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს პარტნიორს, მაკა ასათიანს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, კოტე გოგელიას, რომელთა როლი “მაესტროს“ ისტორიაში განუზომელია”- წერს ღლონტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი მისი ახალი პროექტია:
“დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, “ტვ სახელოსნო მაესტრო“. იმედი მაქვს, რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზიო პროდუქტებს. ვიცი რა, რომ ჩემს ამ განცხადებას შესაძლოა მოჰყვეს ინტერპრეტაციები, გთხოვთ, ნუ მოძებნით შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როცა ის იქ არ არის. მომავალ სატელევიზიო შეხვედრამდე”,- წერს ღლონტი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტელეკომპანია “მაესტროში” რამდენიმე საკადრო გადაადგილება მოხდა. სექტემბრის ბოლო არხი დატოვა ჟურნალისტმა, გადაცემა მაესტროს 9–იანის წამყვანმა ვახო სანაიამ, ხოლო ოქტომბერში არხი გადაცემა “სუბიექტური აზრის” წამყვანებმა, დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ დატოვეს.
