“აქ არის წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზაშვილების კლანის ნათესაური კავშირები, მათი დასაქმება, მათი ტენდერები. იმდენად ბევრი იყო მასალა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთი ბრიფინგი ამას ვერ დაიტევდა. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ საშუალებას გაზეთში წაიკითხოს დეტალურად, როგორაა ეს კლანი დასაქმებული. ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ცხადია ,ეს კლანი ვერ იმოქმედებდა, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს რაში იხდის გადასახადებს”,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა
გაზეთი პარლამენტში დარიგდა, ის მოსახლეობასაც უფასოდ დაურიგეს.
