09:30 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საოპერო თეატრის – მეტროპოლიტენ ოპერის დასის მენეჯერს, სტივენ ბრაუნს უმასპინძლებს.
10:00 საათზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #306
11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #302
11:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე მერიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე გახსნის.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის” ლიდერი ემზარ ქვარიანი განცხადებას გააკეთებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვს.
12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #302
12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტი (#001)
12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტუბერკულოზის კონტროლის კანონმდებლობის საკითხისადმი მიძღვნილი საკომიტეტო კონფერენცია გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #303
12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #306
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, თიბისი ბანკისა და „ბანკი კონსტანტას“ კონსოლიდაციის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართება.
14.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
18:00 საათზე, “მწერალთა სახლში” ლიტერატურულ კონკურსში “წერო” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
