ამის შესახებ კოჟორიძემ დღეს, 3 დეკემბერს პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“საქართველოს მთავრობა რიგ შემთხვევაში აზრს ეკითხება ხოლმე ვენეციის კომისიას, როდესაც ამა თუ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება სურს. მე მივმართავდი მათ თხოვნით, რომ თუ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი კარგი კანონი მიიღეს, გადააგზავნონ ვენეციის კომისიაში და მისი მოსაზრება მოისმინონ. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას ვენეციის კომისია არ განიხილავს, რადგან ის სახელმწიფო ორგანომ უნდა გადააგზავნოს”, – განაცხადა კოჟორიძემ.


“ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მოსმენების საკითხზე მუშაობას ახალი ტაქტიკით განაგრძობენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.





Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *