გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მერსედესის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა და საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო, თუმცა მეორე და მესამე სეტები უნგრელის გამარჯვებით დასრულდა – 7:6, 2:6, 5:7.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და მეორე წრიდან ჩაერთო გათამაშებაში.

  • მერსედესის თასის საპრიზო ფონდი 679 015 ევროა და ის ATP-ს 250-იანი სერიის ტურნირია.
  • ტურნირში გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 117 050 ევროს მიიღებს.

ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც სამჯერ უნგრელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ხოლო მარტონ ფუჩოვიჩი- 50-ზე.