“შეიძლება ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს ამგვარი დანიშვნების განხორციელების სურვილები ჰქონდეთ, მაგრამ  მე არ მაქვს ინფორმაცია და ასევე, არ მგონია, რომ სუვერენული ქვეყანა, უკრაინა სხვა ქვეყნიდან მინისტრების მოწვევის აუცილებლობის წინაშე იდგეს. უკრიანა ძალიან რთულ ვითარებაშია, რა თქმა უნდა, აშშ და ევროპა მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია, მათ უნდა მოუარონ საკუთარ სახლს. რჩევის მიცემა არ მინდა, მაგრამ უბრალოდ ვხვდები, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც უკრაინელებემა თვითონ უნდა გადაწყვიტონ”, – განაცხადა ალასანიამ მაესტროს ეთერში.


უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობაში ეკა ზღულაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურები განიხილება სხვადასხვა თანამდებობაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას პეტრო პოროშენკომ ვიცეპრემიერობა შესთავაზა, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ეს წინადადება არ მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *