გამოცემის ცნობით, უკრაინის ფინანსთა მინისტრის პოსტი შესაძლოა დაიკავოს აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურად უკრაინელმა ნატალი იარესკომ, კომპანია Horizon Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექტორია, შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს.
გამოცემის ცნობით, ამჟამად პრობლემურია ის საკითხი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის კანონმდებლობით არ შეუძლიათ საჯარო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობა და არც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული კანონით. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების გატარება უკრაინის მთავრობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის.

