ფარულ მოსამენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნებიც პარლამენტმა არ გაიზიარა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, იმ შემთხვევაში კი, თუ ის მას ხელს არ მოაწერს, კანონით შესაბამისად, ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
ამ კანონპროექტით ე.წ. გასაღები კვლავ შსს-ს ხელში რჩება.
