„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, ისეთებს, როგორიცაა ადამიანების წამება, ძალიან მძიმე დანაშაულები, მათ შორის უკანონო ფარული მიყურადება, მასობრივი უკანონო მოსმენები. გასაოცარია ის რეაქცია, რაც არის ამჟამად ჩვენი ოპონენტების მხრიდან. 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 28 ნოემბერს გამართულ მთავარობის სხდომაზე. 


მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *