“აღნიშნული პირების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოა. ისინი აქ იცხოვრებენ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში”, – აცხადებენ შსს-ში.
2010 წელს საქართველოში გუანტანამოს ციხიდან ასევე სამი ყოფილი პატიმარი იყო გადმოყვანილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში.
“მათ მსგავსად, აღიშნული სამი პატიმარი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის გავლის შემდეგ ასევე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში”, – აცხადებენ შსს-ში.
