აქცია-პერფორმანსი დღეს, 10 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა რუსთაველის მეტროსთან, ძმები კაკაბაძეების ქუჩის დასაწყისში, მანქანის პაკირებისთვის მონიშნულ ადგილებზე ეტლები გააჩერეს ისე, რომ მანქანებს პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას გაჩერება არ შეეძლოთ. თავისუფალი მხოლოდ ის ერთი ადგილი იყო, რომელიც შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი.
ფონდის დირექტორი თორნიკე გურული ამბობს, რომ მძღოლების ნაწილი ცდილობს, მანქანების გაჩერებას და ეტლების გაწევას. მისი თქმით, ისინი აკვირდებიან გამვლელების რეაქციასაც და მათთან გასაუბრებას ცდილობენ.
“ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, აკვირდება. ადამიანებთან გვაქვს გასაუბრება, ისინი გვიზიარებენ ხოლმე, რას ფიქრობენ ამ აქციასთან დაკავშირებით”, – ამბობს თორნიკე გურული.
3 დეკემბერი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშიროს დღე და სწორედ სამ დეკემბერს ისაუბრებენ ისინი აქციის შინაარსზე უფრო დეტალურად და იმ რეაქციაზე, რაც მოსახლეობას გაუჩნდა აქცია-პერფორმანსის მსვლელობის დროს.
ფონდ “სიცოცხლის ხის” მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მუშაობას.


