როგორც ნეტგაზეთს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ფარული მოსმენების რეგულირების კანონპროექტი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ თემაზე პარლამენტში ორი კანონპროექტია ინიცირებული- ვახტანგ ხმალაძის ინიციატივის მიხედვით, ფარულ მოსმენებზე ე.წ. გასაღები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა გადაეცეს, ხოლო ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტით გასაღები შსს-ს უნდა დარჩეს და უნდა არსებობდეს მეორე გასაღებიც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ხელში.
გია ვოლსკის თქმით, მოხდება პოზიციების შეჯერება. მისივე თქმით, თუ კოალიცია ერთ ვარიანტზე ვერ შეჯერდება, მომდევნო სასესიო კვირაში კენჭისყრაზე ორივე კანონპროექტი გავა.
