“სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი ადვოკატების საჩივარი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოსი არის დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, უკანონო, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი და უკანონი განჩინება ძალაში დატოვა,”– განაცხადა მაღალჩინოსნების ადვოკატმა ლევან სამუშიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

სააპელაციო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ რადგან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ინფორმაციას ვერ გაახმაურებენ.

 

კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში 1 ნოემბერს გაასაჩივრეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *