საავტომობილო გზების დეპოარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

“ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი  ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ძლიერი თოვა გრძელდება,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

სინოპტიკოსები 4-5 ნოემბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოში (ბარში) ყინვას პროგნოზირებენ. როგორც ნეტგაზეთს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში -5 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი.

 

სინოპტიკოსები ტემპერატურის ზრდას 6 ნოემბრიდან ვარაუდობენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *