კომისიის მონაცემებით, დავების უმეტესობა ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს შეეხებოდა. სემეკის დღევანდელ სხდომაზე ხანდაზმული დავალიანებებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი განცხადება/საჩივარი სს “თელასის” მიმართ იყო, ხოლო უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხების შემთხვევაში – შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიმართ.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 12 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით სემეკში კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის არსებულ დავებთან დაკავშირებით 724 განცხადება/საჩივარი შევიდა. მათ შორის, ბუნებრივი გაზის საკითხებთან დაკავშირებით –308; ელექტროენერგიის – 308 და წყალმომარაგების – 115.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია სემეკს მიმართოს.

