“ამის მოწმე ვართ უკვე რამდენიმე თვეა. ბოლო ხანებში, სამწუხაროდ, დაიძაბა ვითარება. სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი,”– თქვა დავით უსუფაშვილმა

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებები კონფლიქტის მოსაგვარებლად არ არის საკმარისი:

 

“პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად, ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმწიფოს ლიდერის განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია,”– თქვა მან.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციები და განცხადებები თანხმობაშია მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების მოქმედებებთან:

 

“საქართველო, მისი მთავარობა პირველი დღიდანვე ამ კონფლიქტის განვითარების, ამ კონფლიქტის დაწყების, ყოველდღიურ კოორდინაციებშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთასორისო ორგანიზაციების ლიდერებთან და ჩვენი პოზიციები, ჩვენი განცხადებები, ჩვენი ქმედებები შეთანხმებულია და არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში

 

ეს არის უკრაინისათვის ჩვენი მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება და გზა, რომ ჩვენ ვიყოთ იმ საერთაშორისო მხარდაჭერის სისტემაში და კოორდინირებულ მოქმედებებში, რომლებსაც ახორციელებენ ის სახელმწიფოები და ის ორგანიზაციები, რომელთაც შესწევთ უნარი რუსეთის გარესიის შეჩერებისა. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომელიც არის უკრაინის სიმართლის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მზარდამჭერი და საერთაშორისო თანამეგრობრობის მიერ დასახული გეგმის სრულ თანკვეთაში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ეს განცხადებები დავით უსუფაშვილმა 29 აგვისტოს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ალაჰშუქურ ფაშაზადესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა თბილისში.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა  და ჟურნალისტებთან კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა. თბილისი, საქართველო; 29/08/2014 ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა და ჟურნალისტებთან კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა. თბილისი, საქართველო; 29/08/2014 ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *