არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთავრობის აპარატში და საქვეუწყებო დაწესებულებებში ცვლილებების შესახებ ბრძანებას გუშინ მოეწერა ხელი. მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა რუსლან ქორიძე. ქობულეთის ყოფილი გამგებელი გიორგი რომანაძე დაინიშნა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო ამავე უწყების ყოფილი უფროსი კახა შაშიკაძე გადავიდა მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რომელსაც ადრე სულხან ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.

 

„რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სამინისტროში, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთან ბატონ გია თავამაიშვილთან. გავივლით რამდენიმე ვარიანტს და ვაკანტურ ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ახალ თანამშრომლებს დავნიშნავთ.

 

დაკავებული თანამდებობიდანგათავისუფლებულია სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე. ამეტაპზე მას ვერ შევთავაზებთ თანამდებობას. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეტენზიები დეპარტამენტის ფედერაციებთან ურთიერთობის და სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილში.

 

მე მივიღე გადაწყვეტილება მინისტრთან ერთად, რომ ამ თანამდებობაზე მოიძებნოს ისეთი კადრი, ვინც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სპორტს და სპორტსმენების ინტერესებს დაიცავს. ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს.

 

განათლების მინისტრის მოადგილე ქეთინო მანელიშვილიც გათავისუფლდა,მასთან კითხვები მქონდა თეატრში და სახელმწიფო ანსამბლში არსებული პრობლემების თაობაზე.

 

მე დაბატონი გია ვფიქრობთ, რომ კულტურის მხრივ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მოვიდა დრო ამმიმართულებას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას ისეთიადამიანი ჩაუდგეს სათავეში, ვინც უფრო ეფექტურად შეძლებს მართვას. ქეთევან მანელიშვილი ჩვენიგუნდის წევრია და ის გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობსმის დასაქმებაზე.

 

ცვლილება შეეხო ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსსბიძინა აფხაზავას, თუმცა მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ის მოადგილის რანგში გააგრძელებსმუშაობას.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე გათავისუფლებები არ იგეგმება, იქნება როტაცია, ესშეიძლება მოადგილეებსაც შეეხოს და სერვის ცენტრებსაც. ერთი ვაკანსია გვაქვს ჯანდაცვის მინისტრისმოადგილის თანამდებობაზე, ორი კანდიდატურა შეირჩა, ორივე თავის სფეროში კომპეტენტური დაპროფესიონალია. მალე პირადად გავიცნობ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *