ამასთან, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77%-მა მეუფე იაკობის მოწოდების შესახებ არ იცოდა. მოსახლეობის უმრავლესობას ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეუფე იაკობს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავსს მოწოდებებს კრძალავს.


კვლევა, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა, NDI -ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა. კვლევისთვის 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3,338 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%
