შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ამნისტიის შემდეგ კრიმინალი გარკვეულწილად გაიზარდა, თუმცა ახლა შესანიშნავ მდგომარეობაშია:
“2013 წელს, როცა ამნისტია განხორციელდა, რაღაც პრობლემები იყო, კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ახლა მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში…
ჩვენი სამინისტრო დახურული არ არის და ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაწვდით ინფორმაციას. გარკვეული ძალები ცდილობენ განწყობა შექმნან საზოგადოებაში, რომ კრიმინალი არის მომატებული. თითოეულ ციფრზე პასუხისმგებელი ვარ ჩემი თავით.”
