ამ თემაზე მან 11 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა.
“3 საათი ვისაუბრე ერთ-ერთ გავლენიან მაღალჩინოსანთან, რომელმაც გადმომცა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, რომ მას ჰქონდა სურვილი ვყოფილიყავი მათი გუნდის წევრი”, – განაცხადა მელიამ.
“თუმცა ვთქვი, რომ მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მათთან ერთად, რომ ქვეყანა ისე განვითარებულიყო, როგორც აპირებდნენ”, – დასძინა ნიკა მელიამ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია მაღალჩინოსნის ვინაობა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განაცხადა, რომ ეს მაღალჩინოსანი წულუკიანი არ ყოფილა.
ეს განცხადებები თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მთაწმინდის საარცევნო ოლქის #6 უბანზე გააკეთა. დღეს, 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური იმართება 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში. თბილისის მერობის კანდიდატები არიან ნიკა მელია და დავით ნარმანია. /ქართული ოცნება/.
es

