ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა “ქარვასლაში” ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა:
“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი 5 თვის განმავლობაში იყო დაახლოებით 6%. 6 თვეში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 103% და მობილიზებულია 245 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გეგმა ითვალისწინებდა. ივნისის თვის შედეგები და მაკროეკონომიკური პარამეტერები გვეცოდინება იქნება 16–17 ივლისს. ის პროგნოზი, რაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, რომ იქნება 5%–იანი ეკონომიკური ზრდა, ძალაში რჩება.”
საქართველოს ბიუჯეტი 2014 წლის 5 თვის მონაცემებით გრანტების მიღების და ფინანსური აქტივების ათვისების კუთხით ვერ შესრულდა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 5 თვის მონაცემებით, მისაღები გრანტების გეგმა 46,5 პროცენტით შესრულდა.
ბიუჯეტის გეგმაში გარღვევაა საკუთრებიდან მისაღებ შემოსავლებში, 5 თვის მდგომარეობით შესრულებულია გეგმის 39,7 პროცენტი.
53-პროცენტით შესრულდა ფინანსური აქტივების კლების (სესხის აღების) მუხლით განსაზღვრული მაჩვენებელი.
საგარეო ფინანსური ვალდებულებების 6 თვის გეგმა 5 თვის მდგომარეობით 34.7 პროცენტით შესრულდა.
