“გამოვხატე სამძიმარი ბატონ ედუარდ შევარდნაძის ოჯახს. ბატონი ედუარდი იყო მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსი. რომელმაც მონაწილეობა მიიღო, ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემის დემონტაჟში. ის იყო პოლიტიკოსი, რომლის სახელთნაც დაკავშიებული არის ევროპაში კედლების ნგრევა და ახალი ევროპის წარმოქმნა. ბუნებრივია, სერიოზულ როლს თამაშობდა ახალი საქართველოს შექმნაში და ჩვენი დასავლური კურსის განვითარების საქმეში. ჩვენ გამოვუხატავთ თანადგომას მის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ გარდაცვლილი საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს ყველა პატივს მიაგებს და ამაში ბუნებრივ როლს შესრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სად დაიკრძალება, ოჯახი ჩამოყალიბდება ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ეს საკითხი მათი პრეროგატივაა. ოჯახს უნდა მივაგოთ პატივი და მივცეთ მათ ამ საკითხების გადაწყვეტის უფლება” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს, 7 ივლისს, 12 საათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია.
დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს.
