ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ეთერში განაცხადა: 

 

“ჩემი მითითებით, ახალი საპრივატიზაციო ლოტების გამოტანა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილში შევაჩერე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმებს, რათა საუკეთესო ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, შევქმნათ ის კონტროლის მექანიზმები, რომელიც არ დაგვაყენებს სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე. მორატორიუმი სწორედაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან სერიოზული, სოციალური პრობლემის წინაშე ვიდექით და შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი სცენარით”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია: 

 

“ეს მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენ არანაირად, არავინ არ გვავალდებულებს ვიყოთ ულტრალიბერალურები ამ მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული თავისებურებები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არ ვართ უხვმიწიანი ქვეყანა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გარკვეული რეგულაციები სასოფლო-სამეუნრეო მიწების პრივატიზების კუთხით უნდა არსებობდეს”, -განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომელიც დღეს მკურნალობის მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, სახელმწიფო მოხელეებსა და საბანკო სექტორს მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.  მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო. 

 

ილია მეორე მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები სათანადო რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც მიწის უცხოელებზე გასხვისებას ხელს შეუშლის. საპატრიარქო დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა.
 
 
საპატრიარქო მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ მათი საკანონმდებლო რეგულაციების დადგენამდე შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი, ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ. 
 
 
საპატრიარქო დღევანდელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმა მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის უფლების ჩამორთმევის შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული მიწა-წყლის დაკარგვას” გამოიწვევს
 
 
“არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი,  აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება.”
 
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს “სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის” 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანტიკონსტიტუციურად სცნო. უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ.
 
მიწა
მიწა
 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *