“15:55 წუთზე მოხდა რაღაც დაზიანება, ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის და ცოტა ხანში გვეცოდინება. შეზღუდვა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეუწყდათ მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიეწოდება ყველას, ვისთანაც მიწოდება იყო შეზღუდული. გამომწვევი მიზეზები დგინდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო ჯერენაშვილმა.

