“დღეს ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ იმ უსაფრთხოების არქიტექტურისა, რაც რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენს რეგიონსა და ევროპაშია. ვისაუბრეთ, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს სრული ინტეგრაცია ნატოში იმ ფორმით, რომ საქართველოს საზოგადოებას რეალური უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა გაუჩნდეს.  მე მგონია, რომ ამ დებატებიდან გამოიკვეთა მთავარი, რომ მომავალ სამიტზე ბრიტანეთში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც საქართველოს აქცევს უფრო უსაფრთხო სახელმწიფოდ.

 

საუბარია, როგორც ნატოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, საქართველოს  თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს ის მოლოდინია, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოს სამიტისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მთავარ ამოცანას.

 

ასევე მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი რჩევები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, რომლებმაც ეს პროცესი უკვე გაიარეს და რომლებიც გვთავაზობენ  გამოცდილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი და რეალური იქნება.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *