ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ბრიფინგის დასრულების შემდეგ ისაუბრა: 

 

“ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელმა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ეჭვი გამოთქვა, რომ საკონტროლო ფურცელი იდენტური არ იყო, რის გამოც მას კომისიის წევრები დაემუქრნენ“, – განაცხადა კალატოზიშვილმა.



მისთვის უცნობია, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები დაემუქრნენ დამკვირვებელს. მომხდარის შესახებ ორგანიზაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისია საქმის კურსში ჩააყენა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *