საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საკითხზე განსხვავებული ხედვები არ არსებობს:

,,ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსხვავებული ხედვები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ გვინდა, რომ დოკუმენტის კომბინირებული ვარიანტი გავაკეთოთთ,როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის. ტექსტში ძირითადი პოსტულატები რომელიც გვქონდა ჩვენ, ისევე როგორც უმცირესობას,   იმედი მაქვს, რომ დარჩება. შეიძლება რამოდენიმე პუნქტი დავამატოთ. საბოლოო ვარიანტი რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი და  სწროდე ამის შემდეგ დაიწყება განხილვები კომიტეტის სხდომებზე.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *