ოფიციალური ინფორმაციით, მერაბ გოგალაძე თავისი სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით, მისივე სამოქმედო ტერიტორიაზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ სამუშაოების წარმოებისა და სილიკომანგანუმის უკანონოდ მოპოვების ნებართვების სანაცვლოდ, „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროს ინჟინერის  დახმარებით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 15 000 აშშ დოლარი.

 

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *