ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ახალ ფილმში, რომლის პრემიერაც 2020 წელს შედგება, მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბეტმენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  მოწინააღმდეგის როლზე ამერიკელი მსახიობი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს.

ჯოკერის წარმომავლობის შესახებ ფილმს გადაიღებს “The Hangover”-ის რეჟისორი, ტოდ ფილიპსი. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარია, რაც კომიქსებზე დაფუძნებული ფილმებისთვის მცირე ბიუჯეტად მიიჩნევა. თუმცა Warner Bros-ში აცხადებენ, რომ ფილმის მიზანი პერსონაჟისა და მისი მოტივების შეცნობა იქნება და არა  სტანდარტული ფილმი სუპერგმირებზე.