საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის:

 

“ამ ეტაპისთვის გარდაცვალების კლინიკური დიაგნოზი ფორმირებული არ არის. ამას დრო და ექსპერტიზა ჭირდება. ეს თავისთავად არ იყო შემთხვევა, აქ არ არის სამედიცინო დაწესებულება, აქ არის საცხოვრისი. ფაქტია ბუნება, ცხოვრებაა, გარდაიცვალა ადამიანი, მოყვანის დღიდან მოვლის გარდა მას სამედიცინო ყურადრება არ აკლდა. თუმცა რაიმე განსაკუთრებული ჩივილი, სამედიცინო დიაგნოზი, ჩვენება მას ფორმირებული არ ჰქონია”. –განაცხადა მან. 

 

მინისტრის მოადგილის თქმითვე, იგი აღნიშნულ საკითხში სამართალდამაცავების ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს:

 

“მე როცა ვსაუბრობ ექსპერტიზაზე, ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა”.– ამბობს ის.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოსკოვის გამზირზე მიუსაფართა კარვები 2013 წლის დეკემბერში მოეწყო. თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად ჩართული იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ასევე, სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112). 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *