შემთხვევა დღეს, 1 იანვარს ოზურგეთში მოხდა. შსს-ს განმარტებით, იაჰოვას მოწმეთა კუთვნილი ავტომანქანაა დაზიანებული.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ფაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა და მის გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, დაიკითხნენ თუ არა ინციდენტში მონაწილე პირები, ან რატომ არ მოხდა მათი დაკავება, შსს-ში პასუხობენ, რომ “ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ”.
სისხლის სამართლის 187- ე მუხლის- სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მიხედვით- ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადითასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
