საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში საქართველოს ელჩს ზურაბ კაჭკაჭიშვილს როტაციის ვადა 2014 წლის 25 თებერვალს გასდის, ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონს, ვატიკანში საქართველოს ელჩს როტაციის ვადა 2014 წლის 1 აპრილს გასდის, ხოლო შოთა ღვინერიას, საქართველოს ელჩს ნიდერლანდების სამეფოში როტაციის ვადა 2014 წლის 15 მაისს გასდის.

 

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ლიკვიდაციის და საელჩოსთან მისი გაერთიანების შესახებ საკითხს დააყენებს. უკრაინაში საქართველოს სუამის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანდება ამ ქვეყანაში მდებარე საქართველოს საელჩოსთან. აქედან გამომდინარე, მიხეილ უკლება, რომელიც არის უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, გათავისუფლდება თანამდებობიდან და დაინიშნება ზემოხსენებული ცვლილების შედეგად ფორმირებულ ახალ პოსტზე: უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის და სუამის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *