ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლებისათვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. 


კათალიკოს-პატრიარქის ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. 


როგორც ერის სულიერი მამა, იგი თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, მისი სულიერი შვილებისათვის.


ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *