კითხვაზე, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგეგმება თუ არა პატრიარქის, კირილის ვიზიტი თბილისში, მიტროპოლიტი ილარიონი პასუხობს:
“რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებს დიდი დამსახურება აქვთ იმაში, რომ ჩვენი საეკლესიო ურთიერთობები ყოველთვის დადებითად ვითარდებოდა. ისინი არ იყო დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკური სიტუაციაზე, და არც საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამ თანამშრომლობის გამო ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა და მხარი დაგვეჭირა სულიერი ერთიანობისთვის და რუსეთისა და საქართველოს მორწმუნეთა კომუნიკაციისთვის. რუსული ეკლესია სიხარულით იღებს თავისთან ქართული ეკლესიის წინამძღვრებს, და ბოლო წლებში უწმინდესი კირილი უფრო ხშირად ხვდება საქართველოს კათალიკოსს პატრიარქს, ილიას. წელიწადში რამდენჯერმე. ილიამ არაერთხელ მიიწვია კირილი საქართველოს ეკლესიაში და ეს ვიზიტი აუცილებლად შედგება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის,”- ამბობს ის.
ამავე ინტერვიუში მიტროპოლიტი ილარიონი აფხაზეთის ეკლესიის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ოქტომბერში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აფხაზეთში შექმნილი საკლესიო მდგომარეობა განიხილა.
“სიტუაცია იქ ნამდვილად რთულია, რასაც, სამწუხაროდ, არასაკლესიო ზოგიერთი ძალა იყენებს. ისინი ამ ღრმა საეკლესიო პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური გზების თავს მოხვევას ცდილობენ. სინამდვილეში პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ კანონიკური ტრადიციების საფუძვლებზე მოინახოს, და აფხაზეთის სასულიერო პირების უმეტესობას ეს გააზრებული აქვთ. აფხაზეთში მცხოვრებ მორწმუნეებს შორის ბევრია რუსულენოვანიც, ამიტომ ამ მიზეზით ჩვენ არ შეგვიძლია მათ მიმართ ვიყოთ გულგრილი. ამჟამად ამ საკითხზე დიალოგი ისევ მიმდინარეობს.”
