“არა. მართალია, მე საჯარო სექტორი დავტოვე, ჯერჯერობით არც ისე შორს წავსულვარ. ჩემი აზრით, ასეთი აუცილებლობა არ იარსებებს. არ მგონია, რომ ეს ახლა მნიშვნელოვანია – აქ მე ამას არასწორად გამიგებენ, რუსეთშიც შეიძლება არასწორად გაიგონ”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას:

 

“რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ. ძველ საბერძნეთში ომები ჩერდებოდა ოლიმპიადის დროს. პატარა გუნდი გვყავს, მაგრამ მთავარია, რომ მონაწილეობას მივიღებთ. ეს შერიგებისაკენ კარგი გზაა”, – აღნიშნა ექსპრემიერმა.

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *