“საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით, ყაჩაღური ქურდობისთვის. ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა, დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას”, – აცხადებს უგულავა.
მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი არის უფლებამოსილი მიმართოს გერმანიის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და გამოითხოვოს ეს საქმე სრულად, ხოლო მანამდე, სანამ საზოგადოება პასუხს მიიღებს, ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს.

