“ჩვენი მოთხოვნა იქნება შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს თბილისელების არჩეული მერის გიგი უგულავას მიერ დაყენებულ საკითხს, რომ ამ დღეების განმავლობაში საქალაქო სასამართლოზე მიმდინარეობდა ზეწოლა კონკრეტული პირების მხრიდან. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული, შესაბამისი ფაქტები იქნას ამოღებული და ყველა ეს პირი დაკითხული.
მეორე, ჩვენ მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა გამოძიებული იქნას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადება მისი უკანონო გატაცების და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
მესამე, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტის ერთობლივ სხდომას, სადაც განხილული იქნება ეს ორი საკითხი.
მეოთხე, ჩვენ ვითხოვთ პარლამეტში სახალხო დამცველის მოსვლას, იცით, რომ სახალხო დამცველს ჰქონდა ცალკე შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან და ჩვენ ვითხოვთ, რომ იგი მოწვეული იქნას პლენარულ სხდომაზე და ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოუყვეს პარლამენტის წევრებს, თუ რაზე ისაუბრეს მან და ვანო მერაბიშვილმა და რა ინფორმაცია მიაწოდა მას ყოფილმა პრემიერმა”- განაცხადა დავით ბაქრაძემ,
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო, მეხუთე მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრას გულისხმობს, რომელიც პარლამენტში უნდა გაიმართოს.
