საქართველოს სასამართლოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. 

“საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 28 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში გიორგი ბეჟაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განიზრახა ნიკოლოზ მენთეშაშვილის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა ცივი იარაღი – დანით, ნიკოლოზ მენთეშაშვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად, ნიკა ბეჟაშვილმა იმავე დღეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ.ხ-ს, რის გამოც გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა”. – ნათქვამია სასამარლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი ნიკოლოზ ბეჟაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა ხულიგნობის ჩადენა. ბრალდებული ნიკოლოზ ბეჟაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში (109-ე მუხლი) გამართლდა გიორგი ბეჟაშვილი და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით), რომელშიც ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 14 სასამართლოს სხდომა და დაიკითხა ბრალდების 30 და დაცვის 3 მოწმე. საქმის არსებითად განხილვისას, გამოკვლეულ იქნა როგორც წერილობითი, ისე ნივთიერი ხასიათის მტკიცებულებები. 

ბრალდებულ გიორგი ბაჟაშვილის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება 2013 წლის 23 დეკემბერს, 11 საათზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *