როგორც ცნობილია, დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას დაახლოებით 11 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრო პრო ჯორჯია ასრულებს, თუმცა კალაძის განცხადებით, მთავრობას ამ კომპანიასთან აღდგენითი სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს:
“24–საათიან რეჟიმში მუშაობენ, სერიოზული პრობლემებია, ეს არ არის ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ერთი და ორი დღის განმავლობაში შეიძლება. თუკი სადმე რაიმე სამუშაო ჯგუფი ჰყავთ, ყველა მობილიზებულია იქ. ასე რომ, ამ მიმართულებით პრეტენზია არ გვაქვს”, – აცხადებს კალაძე და დასძენს, რომ ზემოხსენებულ კომპანიასთან პრეტენზიები ზოგადად ქსელში არსებული სიტუაციის გამო აქვს:
“ქვესადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები გასაუმჯობესებელია, ბოძები წესრიგშია მოსაყვანი”, – უთხრა კალაძემ ნეტგაზეთს.
მინისტრის განცხადებით, არსებობს კომპანიის პირობა, რომ ეს პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება.
