განცხადების თანახმად, მისი გათავისუფლების მიზეზად ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა–ნაკლოვანებები სახელდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას facebook–ის მეშვეობით გამოეხმაურა თავად უშიკიშვილი:
მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შვებულებაში ვარ. აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა, არა უშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის”, – წერს უშიკიშვილი ოფიციალურ facebook გვერდზე.

