“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ–მინისტრი, მისი დავალებით სახელმწიფო კანცელარიამ დაიწყო მუშაობა ახალი სტანდარტების განსაზღვრის თაობაზე. ეს სტადარტები შემუშავების პროცესშია და მისი მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი თანამდბეობის პირს, რა კლასის და რა ტიპის ავტომანქანა უნდა ჰყავდეს. ისე აღარ იქნება ეს, როგორც გასული წლების განმავლობაში იყო: ქაოტურად, უამრავი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა ხდებოდა. შსს–ში ჩემი მუშაობის დროს ჩვენ გავასხვისეთ ძვირადღირებული, არაეკონომიკური მანქანები. ავტომობილების შეძენა ქაოტურად ხდება, არ არის დაწესებული სტანდარტები, როცა შემუშავდება ერთიანი სტანდარტი, მისი მიხედვით შეიძენს ავტომობილებს ყველა სამინისტრო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

